სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას მართავს


2016 წლის 20 დეკემბერს, 14:00 სთ.-ზე სასტუმრო ,,რედისონში“ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ეტაპების ჩატარების მიმდინარეობას და 2017 წლის სანტ მორიცის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას მიეძღვნება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების ჩატარებას ხუთ ეტაპად გეგმავს. (მესტიაში, ბაკურიანში, გოდერძის უღელტეხილსა და გუდაურში) .

წლევანდელ შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ეროვნული და ბავშვთა ნაკრები გუნდები, გუდაურის, თბილისის წმ. გიორგის სახელობის სკოლის, ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის სპორტ-სკოლის სპორტსმენები.

2016-2017 წლის საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი 24-25 დეკემბერს მესტიაში გაიმართება, ახლად გახსნილ ,,თეთნულდის“ ტრასაზე.

შეჯიბრება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალური სპონსორი "სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ტარდება.

გიგანტურ სლალომში სპორტსმენები 24 დეკემბერს, ხოლო სლალომში 25 დეკემბერს იასპარეზებენ. გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდებიან:

ბავშვები I, დაბადების წელი 2003-2004

ბავშვები II, დაბადების წელი 2001-2002

მოზრდილები და იუნიორები: დაბადების წელი 2000 და უფროსი ასაკის მოთხილამურეები.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშთან გაიმართება საზეიმო დაჯილდოება.

საგულისხმოა, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებულად გამორჩეული იქნება:

  • საქართველოს სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ინტერესი, ფედერაციის გენერალურ სპონსორ - ,,სილქნეტთან“ ერთად, სხვა კომპანიებმაც გამოხატეს.
  • 2017 წლის 15 იანვარს გუდაურში თოვლის საერთაშრისო დღე აღინიშნება.
  • 2017 წლის მარტში გუდაურში მოყვარულებს შორის საქველმოქმედო ბიზნეს შეჯიბრება იგეგმება.
  • აღსანიშნავია, რომ 2016-2017 წლის ზამთრის სეზონისთვის მზადება საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციამ ზაფხულიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრები ზაფხულსა და შემოდგომაზე ავსტრიის ცნობილ კურორტზე -ჰინტერტუქსში ემზადებოდა. ნოემბერ-დეკემბერში ქართველი სპორტსმენები ევროპაში იმყოფებოდნენ და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობას იღებდნენ, სადაც წარმატებულად იასპარეზეს და მსოფლიო რეიტინგი გაიუმჯობესეს.
  • საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრები (5 სპორტსმენი) 2017 წლის სანტ-მორიცის (შვეიცარია) მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. (13-19 თებერვალი).
  • საქართველოს სამთო-სათხილამურო იუნიორთა ნაკრები თურქეთში (ერზრუმი/პალანდუკენი) იუნიორთა ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვა. (13-17 თებერვალი).
  • საქართველოს ტრამპლინიდან ხტომის ნაკრები ლახტიში (ფინეთი) მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. (22-26 თებერვალი).
  • საქართველოს სნოუბროდისა და ფრისატაელის ნაკრები გუნდები კი სიერა ნევადაში (ესპანეთი) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. (7-17 მარტი).

მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ელექტრონულ გვერდს www.gsf.ge

საკონტაქტო პირი: სოფიო ახმეტელი 577477701

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100