სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CCloan-ის კამპანია #განიტვირთე

ზამთრის ცივ დღეებში განტვირთვას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი ცხელ ჩაისა და ნაქსოვ გადასაფარებელში გახვეული ბუხართან თბება, ზოგი თბილი ქვეყნებისკენ მიემგზავრება, ზოგი კი - საინტერესო წიგნების კითხვით ცდილობს დღეების გამრავალფეროვნებას. მათთვის კი, რომლებსაც დრო არ რჩებათ განტვირთვისთვის, ბევრს გადაადგილდებიან ქალაქსა თუ მის შემოგარენში და დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ვერაფერს უხერხებენ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია CCloan-მა საინტერესო და ამავდროულად მხიარული კამპანია წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში სამარშუტო ტაქსებში, გონების სავარჯიშოდ, დასასვენებლად და ხასიათის გასაუმჯობესებლად, სავარძლის საზურგეზე განათავსა პატარ-პატარა “ემოჯიები“ (სიცილაკები), რომლებიც, სინამდვილეში, ქართულ, ყველასთვის ნაცნობ ანდაზებს წარმოადგენდნენ.

ჩვენც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ გარეთ გავდიოდით, სასურველ სამარშუტო ტაქსში ვსხდებოდით და გზაში, ფანჯარასა თუ მობილურ ტელეფონში ყურების ნაცვლად, მხიარული თავსატეხების ამოხსნასა და ძველი, ყველასთვის საყვარელი ანდაზების გამოცნობას ვცდილობდით.

ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის გახდა შესაძლებელი ერთდროულად განტვირთვა და გონების გავარჯიშება. ადამიანები, რომლებიც გამოცდებზე მიიჩქაროდნენ, გზაში გონებას ანდაზების გამოცნობით ავარჯიშებდნენ. ისინი, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ სამარშუტო ტაქსით, დამღლელი სამუშაო დღის შესახებ ფიქრის ნაცვლად, ბავშვობაში ნასწავლ ანდაზებს იხსენებდნენ. პატარები კი, მშობლების დახმარებით ცდილობდნენ „ემოჯიებს“ შორის კავშირის ამოცნობას.

CCloan-მა კამპანიის ფარგლებში Facebook-ზე კონკურსი წამოიწყო. კონკურსის წესები ყველასთვის მარტივი და გასაგები იყო. პირველ რიგში, Facebook-ზე უნდა გამოგეცნოთ სამარშუტო ტაქსში ნანახი ანდაზები, ხოლო შემდეგ განეთავსებინათ ფოტო ჰეშთეგით #განიტვირთე. მოცემული პოსტი საჯარო უნდა ყოფილიყო. მათ, ვინც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, პრიზები გადაეცათ. პრიზი სამმა ადამიანმა მიიღო:

1. მან, ვინც პირველმა შეძლო ყველაზე მეტი ანდაზის გამოცნობა;

2. მან, ვინც პირველმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში;

3. მან, ვისმა დადებულმა პოსტმაც ყველაზე მეტი გამოხმაურება ჰპოვა;

კამპანიის ფარგლებში წამოწყებულ Facebook კონკურსში გამარჯვებული სამი ადამიანი განსაკუთრებული საჩუქრით შეხვდება ახალ წელს. განსაკუთრებული საჩუქარი კი, სხვადასხვა ტკბილეულით სავსე კალათაა, რომელიც გამორჩეულად სწრაფ, სხარტ და გონებამახვილ ადამიანებს ერგოთ.

საბოლოოდ, ყველა ჩვენებურად ვცდილობთ ზამთრის ცივ და სუსხიან დღეებში გამხიარულებას, დასვენებასა და განტვირთვას. ზოგი ცხელ ჩაისა და ნაქსოვ გადასაფარებელში გახვეული ბუხართან თბება, ზოგი თბილი ქვეყნებისკენ მიემგზავრება, ზოგიც საინტერესო წიგნების კითხვით ცდილობს დღეების გამრავალფეროვნებას, ჩვენ კი, მაშინაც, როდესაც ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მივიჩქარით, „ემოჯიებით“ დაშიფრული ანდაზების ამოხსნით ვცდილობთ განტვირთვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100