სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ისრაელი - ადგილი, რომელიც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს და მოილოცოს.“

ისრაელის ტური “ Free Travel“ -სგან და რჩევა თუ რა უნდა გაითვალისწინოს ისრაელში გამგზავრების მსურველმა სასზღვრო კონტროლის გავლის დროს - ტურისტული კომპანია “Free Travel”-ის წარმომადგენელი სოფო შიოშვილი გვესაუბრა.

ჩვენი ტურისტული კომპანია „Free Travel”- გთავაზობთ საინტერესო და განსხვავებულ ტურს ისრაელში. 7 დღიან ტურში ვეცადეთ მაქსიმალურად მოგვექცია ის აუცილებელი ადგილები, რაც მოგზაურობის პერიოდში უნდა ნახოთ.

მოგზაურობის პერიოდში თქვენ მოინახულებთ:

Ø ნაზარეთს, ხარების ტაძარს(ღვთისმშობლის წყარო), მარიამის ჭას, მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარს. გალილეის კანას: კანას ტაძარს (პირველი სასწაულქმედება კანას ქორწილში), გალილეის ზღვას. ტაბგა: ტაძარს პურისა და თევზის სასწაულებრივად გამრავლებისა. კაპერნაუმი: თორმეტი მოციქულის მონასტერს. ნეტარების მთას: მთის ქადაგების ეკლესიას. მდ იორდანეს- განბანვა მდინარეში.

Ø ექსკურსია იერუსალიმში. მაცხოვრის ტაძარი: გოლგოთა, გარდამოხსნის ადგილი, მაცხოვრის საფლავი. სიონის მთა. საიუდმლო სერობის ეკლესია. ზეთისიხილის მთა - პანორამული ხედი. ამაღლების მონასტერი. ტაძარი ”მამაო ჩვენო”. ,, სტოპოჩკა”- მაცხოვრის ამაღლების ადგილი. წმ. მარია მაგდალინელის რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (საფლავი). გეთსემანიის ბაღი - მაცხოვრის შეპყრობის ადგილი. კატამონი - სვიმეონ უფლის მიმრქმელის საფლავი.

Ø ექსკურსია თელავივსა და იაფოში. სადაც ესტუმრებით ძველი იაფოს პორტს. ასევე, ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ალმასის ბირჟას. დაბრუნება ნეთანიაში.

ისრაელის საზღვარზე შესვლის გარანტია სამწუხაროდ არავის აქვს, რადგან ტურისტის ქვეყანაში შესვლა არ შესვლის საკითხს წყვეტს მხოლოდ მესაზღვრე.

რამდენიმე რჩევა, რაც აუცილებლად გამოგადგებათ ისრაელის საზღვარზე:

სასურველია არ შეიძინოთ 2 კვირაზე მეტი დროით ტური ან თვითმფრინავის ბილეთი;

თქვენი კუთვნილი მობილურით შეიძლება დაინტერესდეს მესაზღვრე, გაქვთ თუ არა კომუნიკაცია ისრაელში მყოფ მოქალაქეებთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოგაჩნდათ რაიმე სახის შემავალი ან გამავალი ზარი, ან ტექსტური შეტყობინება, ეს გამოიწვევს მესაზღვრის ეჭვს, რომ თქვენ არა ტურისტულად არამედ ისრაელში დარჩენის მიზნით მიდიხართ;

თუ ერთი კვირით მიემგზავრებით სასურველია თან იქონიოთ არანაკლებ 1000$, რადგან მესაზღვრემ შეიძლება შეამოწმოს თქვენი ბიუჯეტი;

აუცილებელია თქვენი ტურის განრიგი, სასტუმროს დასახელება და მისამართი იცოდეთ ზეპირად;

სასურველია მიაქციოთ ყურადღება ჩაცმულობას - და იქონიოთ ტურისტის იმიჯი;

სასურველია იყოთ თავაზიანი და ღიმილიანი;

ისრაელი - ადგილი, რომელიც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს და მოილოცოს. თქვენ ნამდვილად გელოდებათ დაუვიწყარი დღეები.

გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მობრძანდეთ „Free Travel“-ის ოფისში, რომელიც მდებაორეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100