სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ASB–ის კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამა სამთავრობო უწყებების მხარდაჭერით აქტიურ ფაზაში შედის

ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ დაფინანსებული ,, ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით" პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში ინერგება არჩევითი კურსი კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით.

მიმდინარე წლის 20-21 დეკემბერს განხორციელდა ორდღიანი ტრენინგი ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც განიხილეს შემდეგი საკითები:

- კატასტროფის რისკის შემცირების მნიშვნელობასაქართველოს კონტექსტი

- სენდაის ჩარჩო ხელშეკრულება;

- ინკლუზიური მიდგომა და ვაშინგტონის ჯგუფის კითხვარი;

- 9 ბუნებრივი კატასტროფის წარმოშობის მიზეზები, ნიშნები, უსაფრთხოების პროცედურები და პრევენციული ღონისძიებები;

- საგანგებო სიტუაციების მართვა საქართევლოში.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტებში ჩამოყალიბდება კატასტროფის რისკის შემცირების რესურს ცენტრები, სადაც განთავსდება ყველა თემატური მასალა, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ვერსიები.

პროექტი მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შშშ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი მხარდაჭერით.
#ჩვენმზადვართ
#WeAreReady #DRR #DIDRR #DropCoverHoldOn

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100