სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაღალი თანამდებობის პირების ნაცვლად, მე-13 ხელფასს მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები და სხვები მიიღებენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის სტრუქტურებში დასაქმებული მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები მე-13 ხელფასს მიიღებენ.

როგორც სამუშიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლოდ მეცამეტე ხელფასს არ აიღებენ თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირები და მათ ნაცვლად მეცამეტე ხელფასს მიიღებენ მეეზოვეები, დასუფთავების მანქანის მძღოლები, მათი დამხმარეები, ავტობუსის მძღოლები, მეტროს კონტროლიორები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვები.
ჯაბა სამუშიას თქმით, მიმდინარე წელს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის შედეგად 6.5 მილიონი ლარი დაგროვდა. აღნიშნული თანხა სწორედ ამ პირების მეცამეტე ხელფასისთვის გაიცემა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100