სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძინეთ ტექნიკა Be.ge-ში და ისარგებლე უფასო მიწოდების სერვისით

ონლაინ მაღაზია Be.ge ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კომპანიაა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში 2013 წლიდან არსებობს და მისპრიორიტეტს ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრება წარმოადგენს.

Be.ge-ს უპირატესობებია: მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი; პროდუქციის ფართო არჩევანი; მისაღები ფასები; პროდუქტის არჩევისა და შეძენის პროცესი, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულია.

~ საიტზე მოიქმედებს მიწოდების სერვისი, რომელიც თბილისის მასშტაბით უფასოა. მომხმარებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევს გადახდა, როცა მაღალ სართულზე მსვილგაბარიტიანი საქონლის ლიფტით ატანა ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, ლიფტი მწყობრშია და თქვენს მიერ შეძენილი ნივთი მასში დაუზიანებლად თავსდება, მაშინ კურიერები ნებისმიერ სართულზე უფასოდ აიტანენ პროდუქტს; მიწოდება თბილისში იმავე დღეს ხდება, ხოლო საქართველოს რეგიონებში შენაძენს შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს მოგაწვდიან. პროდუქტის ღირებულების გადახდა შეკვეთის მიღებისასაც შეგიძლიათ.

მაღაზიის ვებ გვერდზე მუდმივად არის წარმოდგენილი სხვადასხვა აქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია დიდი ფასდაკლებით, ან სულაც საჩუქრად მიიღოს. ფასდაკლებები საიტზე ყოველდღიურადაა წარმოდგენილი და აქციის ფარგლებში წარმოდგენილი პროდუქციაც მუდმივად განახლებას ექვემდებარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100