სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ansa.it წერს. მათივე ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.

მამაკაცის ცხედარი ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. გამოცემის ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს, სისხლის კვალი არ შეიმჩნეოდა, შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ ის სხვა ადგილას მოკლეს და ცხედარი სკვერში დააგდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100