სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მშობლების სითბოს და ყურადღებას მოკლებულ ბავშვებზე

ქობულეთსა და თბილისში ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 30 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, იღებს ყველაფერს, რაც მათი სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ჩვენ ვცდილობთ რომ პატარების ცხოვრება სავსე იყოს საინტერესო მოვლენებით და ამიტომ ხშირად ვუწყობთ მათ შეხვედრებს ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან!

ცოტა ხნის წინ ჩვენი თბილისში მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თავისი ვიზიტით მსახიობმა, ტელეწამყვანმა მომღერალმა და უბრალოდ შესანიშნავმა ადამიანმა - ვანიკო თარხნიშვილმა გაახარა!

ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტნიჭიერისადა სერიალჩემი ცოლის დაქალებისგადაღებების პროცესში შეემთხვა. ბავშვები ვანიკოს სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ - ისინი ხომ ასეთი დონის ვარსკვლავს პირადად ძალიან იშვიათად ხვდებიან!

საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობენ ხოლმე და შეპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ!

დიდი მადლობა ვანიკო, ბავშვებს შენთან ერთად გატარებული დღე დიდი ხნით დაამახსოვრდებათ!




ბავშვები ინტერესით უსმენდნენ ვანიკოს. მათ ხომ ყოველ დღე არ ეძლევათ შანსი შეხვდნენ საყვარელ მსახიობს!

Дети, затаив дыхание, слушают рассказ Ванико о кино! Ведь не каждый день они встречаются со звездой такого уровня!








ბავშვებმა ვანიკოსთან ერთად იცეკვეს და იმღერეს.

Детишки танцевали и пели песни для любимого актёра!








დამშვიდობებისას, ბავშვებმა ვანიკოს სტენდი აჩვენეს, სადაც ცნობილი ადამიანების ფტოები აქვთ გამოკრული.

На прощанье дети показали Ванико фото знаменитых людей, которые приходили к ним в гости, и пообещали, что и его памятную фотографию также разместят на стенде!

Проект короткой статьи для СМИ:

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მშობლების სითბოს და ყურადღებას მოკლებულ ბავშვებზე. ქობულეთსა და თბილისში ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვტა სახლი, სადაც 30 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, იღებს ყველაფერს, რაც მათი სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ფონდი ცდილობს, რომ ამ ბავშვების ცხოვრება სავსე იყოს საინტერესო მოვლენებით და ამიტომ მათ ხშირად ცნობილ და საინტერესო ადამიანები სტუმრობენ.

ცოტა ხნის წინ თბილისში მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თავისი ვიზიტით მსახიობმა, ტელეწამყვანმა მომღერალმა და უბრალოდ შესანიშნავმა ადამიანმა - ვანიკო თარხნიშვილმა გაახარა!

„ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტნიჭიერისადა სერიალჩემი ცოლის დაქალებისგადაღებების პროცესში შეემთხვა. ბავშვები ვანიკოს სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ - ისინი ხომ ასეთი დონის ვარსკვლავს პირადად ძალიან იშვიათად ხვდებიან!

საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობენ ხოლმე და შეპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ!

დიდი მადლობა ვანიკო, ბავშვებს შენთან ერთად გატარებული დღე დიდი ხნით დაამახსოვრდებათ!“ – ნათქვამა ფონდის პრეს–რელიზში.

ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი "სოციალური პარტნიორობა" საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს.

ფონდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშაა სამი მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისსა და ქობულეთში. ამჟამად ფონდის მეურვეობის ქვეშ იმყოფება 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 100 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ გვერდი: https://fsp.ge/.

ფონდის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე: https://www.facebook.com/SocialPartnership.

ფონდის დამფუძნებელია: ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100