PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა

PSP-მ ზამთრის სეზონის წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოავლინა. 2000 ლარიანი ხელფასის მფლობელი დუშეთის მკვიდრი ხატია ვარსიმაშვილი გახდა; ახალი GLA კლასის „მერსედესი“ ლანჩხუთელმა ელგუჯა ბურძგლამ მოიგო; კვარიათელ გულთამზე დავითაძეს კი “PSP“ გარემონტებულ ბინას გადასცემს. ბინა „m²-მა“ ააშენა და გამარჯვებულს ცენტრალური გათბობით, სამზარეულოთი და კეთილმოწყობილი აბაზანით ჩაბარდება.

როგორც ცნობილია, PSP-მ მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის უპრეცედენტო პირობა შესთავაზა. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებდა. ზამთრის სეზონისათვის რეკორდული რაოდენობით ბილეთები იღებდა მონაწილეობას.


„ჩვენი გათამაშება ყოველთვის მომხმარებლის დიდი ინტერესით გამოირჩეოდა. პსპ-ს ყველა მომხმარებელი გამარჯვებულია, რადგანაც ხარისხიან მედიკამენტებთან ერთად ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს იღებს და ამით ფულსაც ზოგავს და დამატებით წამახალისებელ გათამაშებაშიც ერთვება. 2017 წელს პსპ-ს ბარათს 10 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო წელთან დაკავშირებით 2017 წელს საიუბილეო გათამაშება გვექნება. საიუბილეო იქნება ჩვენი პრიზებიც. ბილეთების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება.“, - აცხადებენ პსპ-ში.

PSP 23 წლიანი წარმატების ისტორიის მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან პსპ-ს წამახალისებელი გათამაშება უკვე 19-ჯერ ჩატარდა. PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 46 ავტომობილი, 8 ბინა თბილისში, 8 ორიათასლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 140 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

კომენტარი