სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა საქველმოქედო საქმიანობა მკაცრად გააკონტროლოს!

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „ქართული მომავლის“ ლიდერმა, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა. ჩერნოვეცკიმ მოუწოდა კვირიკაშვილს ხელი შეუწყოს კანონის მიღებას, რომელიც გაითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საქველმოქედო ორგანიზაციების სრულ ინვენტარიზაციასა და მათ საქმიანობას მკაცრად გააკონტროლებს.

„სამწუხაროდ, საქართველოში ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება. ჩვენ არ გვაქვს კანონი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ!

ამის გამო ქვეყანაში მოქმედებენ არაკეთილსინდისიერი და თაღლითური ორგანიზაციები, რომლებიც ქველმოქმედების ნიღაბს არიან ამოფარებულნი - სინამდვილეში კი, კეთილ, სხვისი გასაჭირის მიმართ არაგულგრილ ადამიანებს ძარცვავენ! ამასთან, ისინი ნეგატიურად მოქმედებენ იმ ფონდების იმიჯზე, რომლების საქმიანობა სრულიად გამჭვირვალეა.

ამ თავნებობის შეწყვეტა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქველმოქმედო სფეროში ხდება, შესაძლებელია მხოლოდ კანონის ძალით! ამიტომ, მე, როგორც ადამიანების უფლებათა დამცველი ორგანიზაციის - „ქართული მომავლის“ თავმჯდომარემ, წერილით მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს და მოვუწოდე მას ხელი შეუწყოს იმას, რომ რაც შეიძლება მალე მიღებულ იქნას კანონი, რომელიც ამჟამად საქართველოში მოქმედი ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციის სრულ ინვენტარიზაციას დაისახავს მიზნად და ასევე, მათ საქმიანობას უმკაცრესად გააკონტროლებს.

ასეთი კანონის მიღება ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში იმუშაონ მხოლოდ კეთილსინდისიერმა საქველმოქედო დაწესებულებებმა, რომლებიც არაგულგრილი ადამიანების მიერ ფონდებისთვის შეწირულ თანხებს სრულად მოახმარენ მხოლოდ გაჭირვებულ თანამემამულეებს და არა საკუთარი მანკიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100