სექს–სკანდალის გამო, აშშ–ს კონგრესს, კიდევ ერთი კონგრესმენი ტოვებს

სექს-სკანდალის გამო, კიდევ ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა დატოვა პოსტი. დემოკრატი დევიდ ვუ, 18 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის გამო, კონგრესიდან მიდის. დევიდ ვუს სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, ამერიკული მედია ხშირად წერდა, თუმცა, ამ დრომდე, ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მოგონილ ფაქტად აფასებდნენ.

ამჯერად კი, ამერიკულმა მედიამ, დამაჯერებელი მტკიცებულები დადო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ 56 წლის პოლიტიკოსმა ინტიმური კავშირი, სწორედ იმ პოლიტიკური აქტივისტის ქალიშვილთან დაამყარა, რომელიც მის წინასაარჩევნო პროგრამას აფინანსებდა.

ორეგონის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრს, ბრალად სექსუალური ტიპის ძალადობა ედება. კონგრესმენი 18 წლის გოგონასთან ურთიერთობებს არ უარყოფს, თუმცა, აღნიშნავს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დევიდ ვუ არც იმას ამხელს, რომ 18 წლის მოზარდთან გარკვეული დროის განმავლობაში სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ვუ კონგრესის მეოთხე წევრია, რომელიც თანამდებობას ამორალური ქმედებების გამო ტოვებს. სექს–სკანდალების გამო, თანამდებობების დატოვება რესპუბლიკელ კრის ლიმსა და ჯონ ენსაინმას მოუწიათ. სკანდალს ვერც დემოკრატი ენტონი უინერი გადაურჩა.

კომენტარი