აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

აშშ-ში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. სიცხის შედეგად, აქ უკვე 64 ადამიანი გარდაიცვალა. ლეტალური შედეგები 15 შტატში დაფიქსირდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცენტრალური რეგიონებში, უახლოეს მომავალში, ტეპერატურა 40 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ გამოვიდნენ ქუჩაში, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა და მეტი სითხე მიიღონ. ქალაქებში სპეციალური ცენტრები გაიხსნა, კონდიციონერებით, სადაც მცხოვრებლებს აუტანელი ტემპერატურისგან თავის შეფარება შეეძლებათ. ზოგიერთ რაიონში, სწორედ კონდიციონერების დიდი რაოდენობით გამოყენების გამო, ელექტრომომარაგებას პრობლემები შეექმნა.

შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებით აშფოთებთ ამერიკელ ფერმერებს. აიოვას შტატში, სიცხის მიზეზით, უკვე ოთხი ათასი მსხვილფეხა საქონელი დაიღუპა.

კომენტარი