ეს ლექსი მიუძღვნა მამა პეტრემ მაია ასათაინის შვილის ხსოვნას

მამა პეტრემ მაია ასათაინის შვილის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა:

ქარმა მოყარა ნისლები,
აგვიცივდება მარტიდან.
და დროა გამოფხიზლების,
ანგელოზივით აფრინდა

გოგონა-ნაზი ენძელა,
ცას აცდენილი თვალებით.
მიწას მოწყვეტა ეძნელა,
ასტკივდა ნაიარევი...

ლოცვა იღვრება ნისლებად,
ღამეს ცრემლები უვლიდა,
ღმერთს ანგელოზად მიყვება,
გოგონა გაზაფხულიდან...

კომენტარი