სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუჩაში შეგროვებული სწავლის ფული

უნივერსიტეტიდან გამოსულმა რუსთაველზე ჩავიარე და უცებ ჩემი ყურადღება მიიპყრო კარდონის ქაღალდზე დაწერილმა ფრაზამ „ფულს სწავლისთვის ვაგროვებ“. გავოცდი და შემდეგ გადავხარშე რა ხდებოდა, შემოვტრიალდი და ვხედავ სრულიად უწყინარ, კეთილი თვალების მქონე ბიჭს, რომელსაც ეს კორდონი უჭირავს. ოდნავ მოხრილი იდგა, ალბათ დიდიხნის დგომისგან დაღლილი იყო, ვინც კი ჩაივლიდა მის წინ ყველას უღიმოდა, ღიმილიც ძალიან კეთილშობილური ჰქონდა. ცოტახანი შორიდან ვაკვირდებოდი, დღეს რთულია ენდო ადამიანებს, რომლებიც ასე ქუჩაში ფულის შეგროვებით არიან დაკავებულნი. რამდენიმე წუთიანი დაკვირვების შემდეგ მივედი და ჩვენი მოკლე დიალოგიც შედგა.

– გამარჯობა მეგობარო, მართლა სწავლისთვის აგროვებ ფულს?
– კი
– სად სწავლობ?
– კოლეჯში, გურამიშვილზე.
– რა ფაკულტეტზე?
– თურქულ ლიფტებზე
– ძვირი ღირს?
– 1800 ლარი წლიურად, ეხლა ვიწყებ მარტიდან და ვაგროვებ ფულს, გუშინ გამოვედი პირველად.
– და რამდენი წლის ხარ?
– 20-ის.
– სხვაგან სწავლა არ გინდა? უნივერსიტეტში მაგალითად?

– არაა, ეს მინდა დავამთავრო, მუდმივი სამსახურია, რუსულ ლიფტებსაც ვსწავლობდი და დავამთავრე უკვე, ახლა თურქულებს ვსწავლობთ.
– გიგროვდება თანხა?
– ჯერ არ ვიცი, თითქოს მიგროვდება მაგრამ ჯერ გუშინ გამოვედი.
– …
– კარგი მეგობარო, წარმატებებს გისურვებ.

დამშვიდობებამდე ცოტახანს გავჩუმდი. აღარ ვიცოდი რა მექნა და როგორ დავხმარებოდი. საშინელ მდგომარეობაში ჩამაგდო ამ შემთხვევამ, რომ ზუსტად ჩემი ასაკის ახალგაზრდა, რომელიც ჩემგან არაფრით გამოირჩეოდა და არაფრით ჩემზე ნაკლები არ იყო, უწევდა ამ გზით ეშოვა სწავლის გადასახადი. უწევს მთელი დღე ასე კორდონით ხელში იდგეს და ხანდახან ძალით გაუღიმოს ადამიანებს, რომ რამენაირად შეაგროვოს თანხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100