სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნუცა იყო შესანიშნავი და ნიჭიერი სტუდენტი" - პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი ნუცა მახვილაძის სახელობის სასწავლო ფონდის შესახებ სტატიას ავრცელებს

პარიზის ამერიკული უნივერსიტეტი, სადაც ნუცა მახვილაძე სწავლობდა, საკუთარ ვებ-გვერდზე სტატიას აქვეყნებს, რომელიც ნუცას სახელობის სწავლის ფონდის დაარსებას ეხება. "დრონი.ჯი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
"ოთხშაბათს, ნუცას მშობლების ნებართვითა და თანადგომით, ჩვენ დავაარსეთ ფონდი, რომელიც ქართველი წარჩინებული სტუდენტების სწავლას დააფინანსებს, ისეთების, როგორიც ნუცა იყო. ჩვენთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო პროფილი პარიზის უნივერსიტეტში, რომელშიც ამერიკული სწავლების სტილია დანერგილი.

ნუცა იყო შესანიშნავი და ნიჭიერი სტუდენტი საქართველოდან, რომელიც გამორჩეული და სიცოცხლით სავსე იყო, უყვარდა ყველას, ვისთანაც ის სწავლობდა და მეგობრობდა.
აღნიშნული ფონდი ყოველწლიურად დააფინანსებს გამორჩეულ სტუდენტს საქართველოდან. ამგვარი ქმედებით გვინდა წავახალისოთ ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნიდან, მიიღონ საუკეთესო განათლება ჩვენს უნივერსიტეტში. ფონდში თანხის გადარიცხვის მსურველებს მარტივად შეუძლიათ ამ კეთილი საქმის გაკეთება ინტერნეტით. უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე მოცემულია ბმული, საიდანაც შესაძლებელია თანხის გადარიცხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100