24 წლის მომაკვდავი მამაკაცის უკანასკნელი წერილი

ვინ იცის რამდენჯერ დავფიქრებულვართ და გვიკითხავს საკუთარი თავისთვის : მაინც რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, რა მიზანი აქვს ჩემს სიცოცხლეს, რისთვის ვარსებობთ.

ასე ფიქრებში დაკარგულებს მრავალი საათი გაგვიტარებია იმედით , რომ ბოლოს მაინც ვიპოვიდით სასურველ პასუხებს ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე ,რომ ერთ დღესაც ჩვენც შევძლებდით და მოვიპოვებდით სიმშვიდეს.... პასუხები კი მაინც არსად ჩანდა. მაგრამ ... ერთ დღესაც ,როცა მოულოდნელად აღმოაჩენ რომ შენს სიცოცხლეს, არსებობას, ყოფას საფრთხე ემუქრება, თურმე, სასწაული ძალით ყველა კითხვაზე პასუხი საოცრად ნათელი ხდება, ყველა კითხვას პასუხი ეცემა. ჩვენ ამ პლანეტაზე მხოლოდ მცირე დროით ვართ მოსულები, მაგრამ გახსოვდეს: მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რამდენ ხანს იცოცხლებ, მთვარია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებ,ს ანამ ცოცხალი ხარ.

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული წერილი, რომელიც ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ გამოაქვეყნა და ის 24 წლის ახალგაზრდა მომაკვდავ მამაკაცს ეკუთვნის, გააანალიზეთ და გაითავისეთ ის და თქვენ მიხვდებით იმას, რომ „Your life must be shaped by decisions you made,not by the ones you didn’t” დრონი.ჯი ამ სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

„მხოლოდ 24 წლის ვარ და მე უკვე შევარჩიე ჩემი უკანასკნელი ჰალსტუხი. ეს ის ჰალსტუხია ,რომელიც სულ რამდენიმე თვეში ჩემი დაკრძალვის დღეს უნდა მეკეთოს. მართალია მისი ფერი დიდად არ მოუხდება ჩემს კოსტუმს, მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევისთვის ის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, ჩემი დაავადების ადრეული სიმპტომების დადგენა ვერ მოხერხდა და მეც საკმაოდ გვიან გავიგე, რომ კიბო მაქვს. ცხოვრებამ ბედნიერად და ხანგძლივად არსებობის მცირე იმედიც კი არ დამიტოვა. იცით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე დაგრჩა? მნიშვნელოვანია ის,რომ სამყაროს შეცვლისკენ მიმართულ რთულ პროცესსში შენც შეიტანო მცირე წვლილი, რომ შენი წასვლის შემდეგ ცოტათი იმაზე უკეთესი გახდეს ის, ვიდრე შენს მოსვლამდე იყო, რომ დაემჩნეს შენი ნაბიჯები, რომლებიც ცხოვრების გზაზე განვლე. მე არ შემიძლია ვიამაყო ჩემი ცხოვრებით.. ახლა, რომ ვუფიქრდები, თურმე, რამდენი დრო დამიკარგავს ფუჭად, არაფრისკეთებაში ხშირად გამიყვანია საათები, არადა მეც ხომ შემეძლო რაიმე ღირებულის შექმნა?! დიაგნოზის გაგების შემდეგ, თავში ფიქრების კორიანტელი მედგა, ბევრ რამეზე ვფიქრობდი ერთად. როცა ზუსტად გავიგე რამდენი დრო მქონდა დარჩენილი მხოლოდ მაშინ მოვიდა პასუხი კითხვაზე: რა არის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? სწორედ ამიტომ ვწერ ახლა ამ წერილს, ვწერ ეგოისტური მიზნით, რომ შენ გაგიზიარო ყველაფერი ის, რაც მე ამ მცირე დროში შევიტყვე, გაგიზიარო ყველა პასუხი და ამით ჩემს ცხოვრებას მცირე აზრი, მნიშვნელობა მაინც შევმატო.

არასდროს დაკარგო დრო იმ სამუშაოზე ,რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს, რომელიც არ გიყვარს. გახსოვდეს,რომ ვერასდროს მიაღწევ წარმატებას იმ სფეროში, რომელშიც მუშაობ თუ ის არ მოგწონს. მოთმინება, ემოცია და ბედნიერება მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც აკეთებ იმას, რაც ყველაზე ძალიან გიყვარ. ნუ შეგეშინდება იმის, თუ რას იტყვიან სხვები შენზე. შიში სისუსტეს აღვიძებს და შენი არსების პარალიზებას იწვევს. თუ მას გაზრდის საშუალებას მისცემ, ის გაიზრდება მანამდე, სანამ ბოლომდე არშეგჭამს“ , არ მოგსპობს და მხოლოდ მაშინ შეწყვეტს ზრდას, როცა შენგან უკვე აღარაფერი დარჩება . მოუსმინე და მიჰყევი შინაგან ხმას, აკეთე ის, რისი გაკეთებაც გინდა. ზოგმა ამის გამო შესაძლოა გიჟიც დაგიძახოს , ზოგი კი უბრალოდ გეტყვის,რომ შენ ლეგენდა ხარ. აკონტროლე შენი ცხოვრება, აიღე პასუხისმგებლობა ყველა იმ ქმედებაზე , ყველა იმ მოვლენაზე ,რომელიც შენს ცხოვრებაში ხდება. ებრძოლე ცუდ ჩვევებს და ეცადე დაიწყო ჯანმრთელი ცხოვრება, დაკავდი სპორტით. და რაც მთავარია არასდროს შეყოვნდე, საქმე ყოველთვის ბოლომდე მიიყვანე.“Let your life must be shaped by decisions you made,not by the ones you didn’t” დააფასე და პატივი ეცი იმ ადამიანებს,რომლებიც შენს ირგვლივ არიან, შენს მეგობრებს, ნათესავებს, შენთვის ისინი მუდმივად იქნებიან სიყვარულისა და სიძლიერის მთავარი წყარო.

ჩემთვის საკმაოდ რთულია ავხსნა ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს თუნდაც მცირე, უბრალო და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ურთიერთობები. მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს,რომ შენ მოუსმენ და დაუჯერებ ადამიანს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა და დაინახა ის, თუ რამდენად ძვირფასი და ღირებულია დრო. მე უკვე ისეთი გაბრაზებული და გაღიზიანებული აღარ ვარ, როგორიც ადრე ვიყავი,რადგან ვხედავ , რომ ბოლო დღეებში ჩემმა სიცოცხლემ აზრი შეიძინა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება,რომ მე არ მექნება საშუალება ვიყო მონაწილე იმ ბევრი მაგარი რაღაცის, რაც მომავალში მოხდება.

მე ვეღარ ვნახავ „ელონ მასკის“ ახალ ფილმს,როცა ის ეკრანებზე გამოვა,მე ვერ ვიქნები მომსწრე იმისა,თუ როგორ შექმნიან ხელოვნურად მოაზროვნე რობოტებს ადამიანები. მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ ომი უკრაინაში და სირიაში მალე დასრულდება. ჩვენ იმდენად ვართ დაკავებული საკუთარ ჯანმრთელობასა და პატიოსნებაზე ზრუნვით, რომ ვერც კი ვხედავთ ერთ მარტივ ჭეშმაარიტებას: სხეული არაფერია თუ არა ყუთი, პაკეტი, რომელიც სავსეა ჩვენი პიროვნებით, პასუხისმგებლობებით, მიზნებითა და იმ მისიებით, რომლებიც ამქყვეყანაზე ყოფნისას გვაკისრია .თუ ამ ყუთში არის რაიმე ღირებული, რომელიც სამყაროს უკეთესობიკენ შეცვლისთვის დაგვეხმარებოდა ,მაშინ ყუთის დაკარგვა დიდი ტრაგედია სულაც არ ყოფილა. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა, უამრავი შესაძლებლობით ვართ აღსავსე, უბრალოდ ზოგჯერ დიდი დრო მიაქვს ამის გაანალიზებას, ზოგჯერ საკმაოდ გვიანაც კი ვხვდებით ამ ყოველივეს. შენ შეგიძლია დაიჯერო,რომ სამყარო შემთხვევითობებითაა შექმნილი, შენ შეგიძლია უაზროდ იჯდე და უყურო როგორ მიჰყვება ერთი დღე მეორეს, როგორ მისდევს წამი წამს ან უბრალოდ შეგიძლია იბრძოლო იმისთვის, რისიც გჯერა, მიაღწიო დასახულ მიზანს, შემდეგ კი დაჯდე დაწერო და მოგვითხო იმაზე, თუ რაოდენ ღირებული ცხოვრება გქონდა შენ.მჯერა,რომ სწორ არჩევანს გააკეთებ. წინ იარე, იცხოვრე აზრიანად და დატოვე შენი კვალი ამ სამყაროში! ჩვენი სამყარო ერთი ულამაზესი სათამაშო მოედანია, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ მოედანზე სამუდამო ცხოვრებისთვის არ მოვსულვართ, ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ მცირე ნაპერწკალია ამ პატარა პლანეტაზე, რომელიც ამოუცნობი სამყაროს უსასრულო სიბნელეში დაუჯერებელი სიჩქარით ბრუნავს. ასე,რომ ისიამოვნე იმ დროით, რომელიც აქ ცხოვრებისთვის მოგეცა, დატკბი მისით, მიიღე ბევრი ემოცია მისგან. გახადე ის საინტერესო, გახადე ის ღირებული! მადლობა“.

კომენტარი