სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჰარი პოტერის " ფანებო, მოემზადეთ, ეს ბლოგ-პოსტი თქვენთვისაა...

ლუმოს მაქსიმა, ექსპექტო პატრონუმ, აკციო შოკოლადები, ბურბურახები.

აანთეთ შუქი, დაიცალეთ უარყოფითი ემოციებისაგან, „გამოიძახეთ“ შოკოლადები,ბურბურახები, ჩვენ ახლა ჰოგვარტსის მაგიური სამყარო კარს შევაღებთ.

„ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებები,რაც ბევრად მეტს მიანიშნებს რა ვართ სინამდვილეში, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობები“

„არ შეიძლება შეყოვნდე ოცნებებში და დაგავიწყდეს ცხოვრება“

"დაუძახე ვოლდემორი მას, ჰარი. ყოველთვის მოუძებნე ზუსტი სახელი საგნებს. სახელის შიში, ამძაფრებს შიშს თავად საგნისადმი".

"ნუ იდარდებ გარდაცვლილებზე, ჰარი. იდარდე ცოცხლებზე და ყველაზე მეტად მათზე, ვინც ცხოვრობენ სიყვარულის გარეშე".

"ოცნებებში, ჩვენ შევაბიჯებთ სამყაროში, რომელიც სავსებით ჩვენია".

"ხალხისთვის უფრო ადვილია მიუტევოს მათ, ვინც ცდება, ვიდრე მათ, ვინც მართალია".

ეს იმ მცირე მიგნებათა ჩამონათვალია, რომელსაც ჰარი პოტერის კითხვისას აღმოაჩენთ.მაგრამ ვინაიდან „საზოგადოების ერთი ნაწილი სხვანაირად სჯის ყოველ საგანზე და მეორე ნაწილი კიდევ სხვანაირად“ , აზრთა სხვადასხვაობას ამ თემასთან დაკავშირებითაც შეხვდებით.

ჰარი პოტერზე საუბრისას ხშირად მოისმენთ ფრაზებს : „ მაგას რა გაკითხებს,მაგარი გამძლეობა გქონია“, „ჰარი პოტერი სატანიზმია“, „როგორ შეიძლება ვიღაც ცოცხზე სიკეთის სახელით დაფრინავდეს“. „ეს შელოცვები ჯადოებს მაგონებს“,“მოუწამლა ბავშვებს გონება“,“შვილებს მშობლების წინააღმდეგ ამხედრებს“, „ჰარი პოტერი? ანუ ჰოპლა ჯოჯოხეთში!“ და ა.შ.

ვეძებდი ადამიანს ,რომელსაც დამაჯერებელი არგუმენტები ექნებოდა იმასთან დაკავშირებით,თუ რატომ ფიქრობენ ასე. პასუხების ძიებისას რას აღარ გადააწყდები ადამიანი ..

აი ,ისინიც :

„სხვათაშორის ზმნა „HARRY“ აოხრებას, განადგურებას, გაჩანაგებას, გატიალებას, ძარცვას, წვალებასა და გულის გაწყალებას აღნიშნავს. ხოლო „POTTER“ მეთუნე, მექოთნის გარდა, უქმად გდებას, უსაქმურად ყიალისა და დროის მოკვლის მნიშვნელობასაც შეიცავს.“

„ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენის“ კითხვისას ბავშვებისა და მოზარდების ნაწილს თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნება ეუფლებათ,მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ კითხვის შეწყვეტას“

(არგუმენტების ძიებისას ჩემი თავის ტკივილის მიზეზიც აღმოვაჩინე)

„წიგნი სავსეა უამრავი შელოცვებით,რომლებიც ჯადოქრობას შეიცავს და წმინდად სატანისტურია“

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი არგუმენტებისა, არსებობენ ჰარი პოტერის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები, რომლებისთვისაც ჰარი ბავშვობის განუყოფელი ნაწილია, ჰოგვარტსი საოცნებო სკოლა, ხოლო დამბლდორი საოცნებო სკოლის საოცნები დირექტორია, მათ პოტერჰედები ჰქვიათ. ისინი ირწმუნებიან,რომ ესაა წიგნი სიკეთისა და ბოროტების მუდმივ ჭიდილზე, სიყვარულზე,რომელიც სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, უპირობო მეგობრობასა და ერთგულებაზე,დანაკარგებით გამოწვეულ ტკივილზე, თვითგადარჩენის ისეთ ინსტინქტებზე,რომლებიც მსვერპლად არავის იწირავს, ოცნებებზე, რომლებიც შესაძლოა ერთ დღეს რეალობად იქცეს. ეს არის წიგნი ,რომელშიც ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი თავის პოვნაა.

ახლა კი გთავაზობთ ფრაზებს,რომლებსაც პოტერჰედები ამბობენ იმისთვის ,რომ გითხრან შენ, მკითხველო, რატომ უნდა მოიმარაგო ბურბურახები,შოკოლადის ბაყაყები, ბერთი ბოთსის უგემრიელესი კანფეტები და თუ რატომ უნდა გადაშალო პირველი ფურცელი წიგნისა, სახელწოდებით „ჰარი პოტერი და ფილოსფიური ქვა“.

„ამ დიდი მოგზაურობის შემდეგ გაიგებ იმას, რომ ამქვეყნად არ არსებობს არანაირი ბოროტი ძალა, რომელსაც სიყვარულის დამარცხება ძალუძს“

აღმოაჩენ, რომ მიუხედავად დანაკარგებისა, ცხოვრება კვლავინდებურად გრძელდება.“

დაინახავ იმას, რომ გარდაცვლილები,რომლებიც ასე ძალიან გვიყვარდა, თურმე, არასდროს გვტოვებენ და მათ ყველაზე მეტად სწორედ განსაცდელების დროს ვგრძნობთ.“

შეძლებ ბედნიერება იპოვო ყველაზე ბნელ დროსაც კი“

ისწავლი,რომ უნდა იყო უიღბლობათა მადლიერი“

მიხვდები, რომ ყველაზე ჩაგრულსაც კი შეუძლია გმირი გახდეს“

დარწმუნდები ,რომ სიყვარულს შეუძლია იყოს ნამდვილი, ხანგძლივი, გულწრფელი და რომ ნამდვილად არსებობს რაღაც,რასაც მარადიულობა ჰქვია.“

გაიაზრებ, რომ არასდროსაა გვიან გამოასწორო შეცდომები,“

გაანალიზებ ,რომ ყველა ადამიანი იმსახურებს მეორე შანსს, რომ არასდროსაა გვიან გახდე იმაზე უკეთესი ,ვიდრე იყავი.“

გააცნობიერებ, რომ პირველი შთაბეჭდილებები ყოველთვის სწორი არ არის „

გაგიკვირდება,როცა მიხვდები ,რომ მთავარი უარყოფითი გმირი ვოლდემორიც კი იმისთვის იბრძვის,რომ ერთადერთი შიში აქვს სიკვდილის შიში, კაცობრიობის ყველაზე დიდი შიში და მისი დამარცხება სურს და არა იმიტომ, რომ წმინდა სისხლიანების წინ წამოწევა სურს ან ძალაუფლების მოპოვება როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.“

და მაინც, ყველაზე მთავარი ისაა ,რომ გვახსოვდეს “That we all have magic inside us“!

პ.ს. როგორც კი სტატიაზე მუშაობა დავიწყე, ოთახში უცნაური ხმები გაისმა, თავი საშინლად ამტკივდა.... თავიდან ლუსი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი,რომ ყველაფერი ჰარი პოტერის ბრალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100