სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მოხუც ქალბატონზე თავდამსხმელებზე ინფორმაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდო გააორმაგა

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „ვერანაირად ვერ ვწყვეტ ფიქრს იმ ტანჯვაზე, რომელიც ამ 80 წლის ქალბატონმა გადაიტანა, როდესაც მძარცველები აწამებდნენ. ჩემი ფონდის წარმომადგენლებმა ეს უსაყვარლესი ბებო მოინახულეს, მოხუცმა მათ იმ ბარბაროსების სასტიკ ნამოქმედარზე უამბო.


ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანებს ასეთი სისასტიკის ჩადენის უნარი აქვთ, მიმაჩნია, რომ იმ ყაჩაღების ადგილი საქართველოში არ არის, ისინი სამუდამოდ ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ჩვენი შვილები უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდნენ.


ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე დაწესებული ჯილდო გავაორმაგო. მზად ვარ დღესვე, იმას, ვინც ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცველებს ამ ბარბაროსული აქტის ჩამდენებზე 20 ათასი ლარი გადავუხადო. დაჯილდოვდება ის ადამიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ითანამშრომლებს და მართებულ ჩვენებას მისცემს მათ დამნაშავეების შესახებ!“ - წერს ჩერნოვეცკი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, თბილისის გარეუბანში საკუთარ სახლში 80 წლის ქალბატონი დააყაჩაღეს. ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა და სახლიდან სამი ათასი დოლარი გასტაცეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100