სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონოდ ჩერნოვეცკი „უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი თურქული „მედრესე“ არის უკონტროლოდ აღზრდილი ბავშვი“

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: “ეს გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ქობულეთში მდებარე პანსიონია, უკვე 2,5 წელზე მეტია, რაც ფონდმა აქ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გახსნა, მასში ქობულეთის რაიონის სხვადასხვა უბნის ბავშვები ცხოვრობენ. ეს პატარები სკოლაში ვერ დადიოდნენ, თვეობით ვერ იღებდნენ ნორმალურ საკვებს და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.


ჩემი პანსიონის დახურვა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზიის არარსებობის გამო უნდოდა (კანონით, ლიცენზია საჭირო არ იყო) და ჩვენ პირველად გადავწყვიტეთ საჯაროდ წამოგვეწია წინ სერიოზული პრობლემა - აჭარის რეგიონსა და საქართველოს სხვა კუთხეებში 2005 წლიდან სოკოებივით მომრავლებული თურქული პანსიონების საკითხი, რომლებიც დამანგრეველ საქმიანობას ეწევიან.


ამ პანსიონის გახსნას წინ უამრავი პრობლემა უძღვოდა: სასამართლო გარჩევები ჯანდაცვის სამინისტროში, 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა და მრავალი სხვა. მაგრამ მან თავისი საქმე მაინც გააკეთა! მისი გახსნით შეჩერდა თურქული პანსიონების გახსნა, ვინაიდან სახელმწიფომ არალიცენზირებული პანსიონების დაჯარიმებისა და დახურვის პრეცენდენტი შექმნა. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო, ჯერჯერობით, ძირითადი პრობლემა გადაუჭრელი რჩება.
მეტსაც გეტყვით, 2016 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი და არალიცენზირებული საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა. ყველა ასეთი სახლი ვალდებულია 2017 წლის 1 სექტემბრამდე დაიხუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ „დაწესებულებების“ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ზუსტ ინფორმაციას ვფლობ იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს მათ ვადები გაუხანგრძლივოს და დახურვის პროცესი 1 წლით გადაუვადოს, რაც კატეგორიულად დაუშვებელია!


უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი თურქული „მედრესე“ არის უკონტროლოდ აღზრდილი ბავშვი, გაურკვეველი წარმოშობის ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება და ლიცენზია აღმზრდელობითი საქმიანობის საწარმოებლად და მეტსაც გეტყვით, მათი მთავარი მიზანია, აღზარდონ ბავშვები, რომლებსაც შემდგომში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ეს სახლები „შავი ფულით“ ფინანსდებიან და ყველაფერი, რაც მათ ეხება, გასაიდუმლოებულია.


დაუშვებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კანონის გადავადება მოითხოვოს. პირადად მე მზად ვარ, აჭარაში იმდენი ლიცენზირებული ბავშვთა სახლი გავხსნა, რამდენიც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ამ რეგიონში აღარ დარჩეს არცერთი თურქული ბავშვთა სახლი და მივცე პატარებს ევროპულ პირობებში ცხოვრების საშუალება. მივცე მათ განათლება, რათა ჰქონდეთ ყველაფერი, რაც ევროპულ პანსიონებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ.


ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ამ სახლების დახურვა იმისთვის, რომ გვყავდეს ჯანმრთელი, განათლებული და პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული თაობა, რომელიც საქართველოზე იზრუნებს და განავითარებს მას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100