„ბათუმის მოვლენების გამოძიება სულ სხვანაირ "სუნთქვას" მიხსნის...რამდენი დაფარული სიბინძურე და ლექი ამოდის ზედაპირზე!“

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო ფილმს აკეთებს, მუშაობის პროცესშია და ნახეთ, რას წერს:

არც ისეთი საამურია ღამის სამ საათზე მუშაობა - მოწმესთან, რომელიც არ ჩნდება, ღამის მიმოწერა... მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები: უნდა წერო! უნდა იკითხო!

ბათუმის მოვლენების გამოძიება სულ სხვანაირ "სუნთქვას" მიხსნის... ამაში არის უფრო მეტის დადგენის შანსი, ვიდრე "რაღაც" კრიმინალია... რამდენი დაფარული სიბინძურე და ლექი ამოდის ზედაპირზე!..

ამ გამოძიებაში... არც მეტი, არც ნაკლები... ყველაზე მეტად არის სამშობლო.

პათეტიკურობაში არ ჩამომართვათ, თორემ მეწყინება.:)მადლობა ყველას, ვინც ბათუმში ასეთი კოლეგიალიური სამსახური გაგვიწიეთ! და მათაც, ვინც აქ დგახართ ჩვენ გვერდით!

ჩვენი საგამოძიებო ფილმის ჩვენებამდე ცოტა დრო დარჩა.

კომენტარი