სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ წიგნი დაწერა

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დაწერა წიგნი, სახელწოდებით „მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია“, რომელიც საქართველოში, სულ მალე, ქართულ ენაზე გამოიცემა, მსურველებს ამ ეტაპზე შეუძლიათ წიგნი ონლაინ-რეჟიმში წაიკითხონ: „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა დამეწერა წიგნი - დღეს ბედნერი და უფლის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომცა ძალა, შთაგონება და ჯანმრთელობა ეს ოცნება ამეხდინა და რაც მთავარია, მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით, რომლის შესახებაც წიგნის დაწერა სირცხვილი არ იქნებოდა.

წიგნი სულ ცოტა ხანში დაიბეჭდება - ამ სასიხარულო მოვლენის შესახებ ინფორმაციას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად მოგაწვდით. ჯერჯერობით, მისი ქართულ ენაზე წაკითხვა შესაძლებელია ელექტრონული სახით ჩემს ვებსაიტზე https://chernovetskiy.com.ua/personality/books/kniga-sumasshedshaya-istoriya/“ - წერს ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100