"ელიტ ელექტრონიქსი" 2016 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.

Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ, რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ყოველწლიურ რიგით მეთორმეტე ცერემონიაზე, 200-მდე ექსპერტის შეფასებით "ელიტ ელექტრონიქსი" ნომინაციაში „ტექნიკის რჩეული მაღაზიათა ქსელი“ - რჩეულ ბრენდად დასახელდა.

„ელიტ ელექტრონიქსისთვის“ 2016 წელი წარმატებული იყო როგორც გაყიდვებით, ასევე ინოვაციური პროექტების მრავალფეროვნებით. „ჩვენი კომპანიის წარმატებას პირველ რიგში განაპირობებს სწორი მენეჯმენტი და მაღალკვალიფიციური კადრები, რადგან სწორედ ეს გუნდი ჰქმნის კომპანიას, ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მომწოდებლებსა და პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც ვქმნით იმ კომფორტს რასაც შემდგომ მომხმარებლებს ვთავაზობთ; ეს არის დახვეწილი ინტერიერი, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.“ - აცხადებენ კომპანიაში.

„ელიტ ელექტრონიქსმა“ 2017 წელი საინტერესო სიახლეებით დაიწყო და წელს უამრავი ინოვატორული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კომენტარი