28-ში iPhone-ები ამერიკულ ფასად iPlus-ის ჭავჭავაძის 19-ის ფილიალში გაიყიდება

iPlus-ში ხვალ, “მადლობის დღის” ფარგლებში 25 აიფონი ამერიკულ ფასად გაიყიდება. აქციის ფარგლებში ფასდაკლებით ყველა სახის პროდუქციის შეძენა იქნება შესაძლებელი.

28 აპრილს, iPlus-ის თბილისის ფილიალში - ჭავჭავაძის 19-ში, 10 ცალი iPhone 7 32GB ნებისმიერი ფერი, თითო - 1623 ლარად, 5 ცალი iPhone 6S 32GB ნებისმიერი ფერი, თითო - 1378 ლარად, 5 ცალი iPhone SE 16GB Silver თითო - 994 ლარად გაიყიდება და 5 ცალი iPhone 5S Space Gray 16GB თითო - 728 ლარად გაიყიდება.

"ჩვენ გვიყვარს ჩვენი მომხმარებლები, ვქმნით საუკეთესო მომსახურებას საქართველოში და ამასთან ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას ამერიკულ ფასად შეიძინონ iPhone-ები და გახდნენ პრესტიჟული კომპანიის მომხმარებლები",- აცხადებს "აიპლიუსის" ჭავჭავაძის 19-ის მენეჯერი ნანუკა ოძელაშვილი.

გარდა ამისა, “მადლობის დღის” ფარგლებში, iPlus-ის ყველა ფილიალში iPhone 6S-ებზე, iPhone 7-ებზე და iPhone 7 Plus-ებზე 50 ლარიან “ქეშბექი” გავრცელდება.

50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება დამცავი ფირები და აქსესუარები, ხოლო მანქანის დამტენებზე იმოქმდებს 20%-იანი ფასდაკლება. მხოლოდ ხვალ, სპეციალურ ფასად გაიყიდება Apple Lightning to USB Cable (ორიგინალი) - 23 ლარი, Apple EarPods To Aux (ირიგინალი) - 29 ლარი, Apple EarPods to Lightning (ორიგინალი) - 88 ლარი.

ყოველი თვის 28 რიცხვში, iPlus-ის ერთ ფილიალში (ყოველ თვე ფილიალი იცვლება) iPhone-ების გარკვეული რაოდენობა ზუსტად ამერიკულ ფასად იყიდება. დღგ-საც მომხმარებლის ნაცვლად iPlus-ი გადაიხდის.

“მადლობის დღის” აღნიშვნის ტრადიცია iPlus-მა მას შემდეგ დანერგა, რაც კომპანიის მომხარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.
“მადლობის დღის” აქციის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ iPlus-ის მაღაზიაში ჭავჭავაძის 19, ან დაუკავშირდეთ კომპანიას ნომერზე 032 219 60 60-ზე

კომენტარი