სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამართალდამცავებმა, საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენი, დემირელის კოლეჯისა და რამდენიმე სკოლის დირექტორი მუსტაფა ემრე დააკავეს

დღეს დილით, საქართველოში მოქმედი თურქი ბიზნესმენი მუსტაფა ემრე ქაბუკი დააკავეს. როგორც, სანდო წყარო აცხადებს, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მხარის მოთხოვნით მოხდა.

წარმშობით თუrქი გერმანიის მოქალაქეს ტერორისტული ორგანიზაციისთვის წილის მიყიდვას ედავებიან.

დაკავებული მუსტაფა ემრე ქაბუკი დემირელის კოლეჯისა და რამდენიმე სკოლის დირექტორია

მუსტაფა ემრე ქაბუკის მეუღლე ხმაურიანი დაკავების დეტალებზე დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს, მანამდე კი ტუბა ჩაბუკიმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, მუსტაფა ემრე ქაბუკი თურქეთის ხელისუფკლების მოთხოვნით დააკავეს.

"დღეს დილით,თბილისში, დააკავეს საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუკი, რომელიც 15 წელია ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.

მისი დაკავება მოხდა თურქეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, მისი თურქეთში ექსტრადირების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებით. ბატონ ჩაბუკს სავარაუდოდ ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იგი არ იძებნება ინტერპოლის მიერ და საქართველოს კანონმდებლობასთანაც არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა.

შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება.

მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება მუსტაფა ემრე ჩაბუკის უკანონო დაკავების გამო.

მიგვაჩნია, რომ ბ-ნ- მუსტაფა ჩაბუკის თურქეთში უსაფუძვლო ექსტრადირება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციას"- აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100