"ლურჯი ვეშაპის" კიდევ ერთი შემთხვევა - მშობელმა პოლიციის დახმარებით აღიარებინა გოგონას, რომ აღნიშნულ თამაშში იყო ჩართული

ლურჯი ვეშაპისსასიკვდილო თამაშის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისის გარეუბნის ერთ-ერთ სკოლაში. ამის შესახებ დრონი.ჯი- სანდო წყარომ შეატყობინა. საბედნიეროდ მშობელმა მე-8 კლასელ მოზარდს მალევე შეამჩნია ცვლილება და მასწავლებლებისა და პოლიციის დახმარებით აღიარებინა, რომ აღნიშნულ თამაშში იყო ჩართული. შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა და საჩივარიც დაიწერა პოლიციაში ამის შესახებ.

დრონი.ჯი შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ რომ მშობელთან მხოლოდ გასაუბრება მოხდა და ოფიციალური საჩივრით მას ჯერ არ მოუმართავას. "სავარაუდოდ ამ დღეებში მოხდება ოფიციალური საჩივრის შემოტანა და უფრო დეტალურად საქმის შესახებ შემდეგ ვისაუბრებთ"-აცხადებენ შსს-ში.

კომენტარი