სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში ხანძრის შედეგად 67 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

რუსთავში 67 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. მოხუცის სიკვდილი საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია. როგორც მეზობლები აცხადებენ, ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა და სიგარეტს ეწეოდა. ხანძრის მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა. ცეცხლი ერთ ოთახს, დაახლოებით 15 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ადგილზე სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიცია მუშაობდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100