სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წამის მეასედში ჩააცურა კოლგოტი და საცვალი, სწრაფად შემაბრუნა და გამაუპატიურა"

"რა მოხდა ქუჩაში" 26 წლის ეკას სევდიან ისტორიას ავრცელებს:

"გლდანში მერვე მიკროში ორი პატარა ტბაა, ჩემი ნათესავები ცხოვრობენ და ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ეს ადგილები, ბევრჯერ გვიბოდიალია ტბის და სკოლის მიმდებარე ადგილებში, თამაშ-თამაშით. მერე დიდი ხანი გავიდა და ერთი ბიჭი შემიყვარდა, ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, რამდენიმე წელი ჩვენი უერთიერობა ჩხუბების და შერიგებების ფონზე მიდიოდა. მორიგი შერიგების ეტაპზე ერთი კვირის მანძილზე მთხოვდა, მნახეო, ბოლოს დავთანხმდი.


ტბასთან შევხვდედო. ეს ადგილები ჩემთვის იმდენად ახლო და ნაცნობი იყო, რომ უცნაური ამაში ვერაფერი დავინახე, თან ისიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. საღამოს 9 საათი იქნებოდა, ტაქსით მივედი, ციოდა და უკვე ბნელოდა. სკოლის მიმდებარე ტეროტორიაზე გადავიკვეთეთ და ჩუმად გავაგრძელეთ გზა. აღმოჩნა, რომ ტბის ყველა წერტილი არ მცოდნია, სახლებს შორის ვიწრო გასასვლელით გავედით და პირდაპირ ტბის პირას, შემაღლებულ ადგილზე აღმოვჩნდით. შუაში ხე იდგა და ამ ხის ქვეშ მაგიდა, მთვარეც ანათებდა, ნათელი ღამე იყო, მშვიდი და სასიამოვნო. მაგიდას მივეყრდენი, ისიც გვერდით მედგა და ვსაუბრობდით, თანდათან ჩვენი საუბარი კამათში გადაიზარდა, ზუსტად არ მახსოვს, რაზე, მაგრამ გაბრაზებული ვიყავი და დაჟინებით ვიცავდი ჩემს პოზიციას. რაღაც მომენტში შევამჩნიე, რომ გაღიზიანდა. იცით, როგორი გაღიზიანება იყო? აი, კაცები რომ ქალებზე ღიზიანდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი იმაზე მეტს, საუბრობს, ვიდრე საჭიროა.


უცებ კოცნა სცადა, მე გაოგნებულმა თავი გვერდზე გავწიე, საშინლად გაბრაზებული ვიყავი და კოცნის არანაირი სურვილი არ მქონდა, ისევ გამოიწია, ხელებით გაწევა ვცადე, ჩემი ორივე ხელი თავისი ერთი ხელით დაიჭირა, ჩემი უკან გადაწეული თავი მერე ხელით ძლიერად მოქაჩა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მკოცნიდა. ვცდილობდი, თავი გამეთავისუფლებინა, მაგრამ ჩემზე ორი თავით მაღალი და გაცილებით ძლიერი იყო. დავიბენი, ვხედავდი, რომ უმართავი ხდებოდა, ჩემი ხელები ისევ ცალი ხელით ეჭირა, მეორემ კი ჩემი კაბის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, ისევ ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა, ვუყვიროდი გაჩერდი-მეთქი. წამის მეასედში ჩააცურა კოლგოტი და საცვალი, სწრაფად შემაბრუნა, ჩემი ხელები ისევ თავის ხელში ეჭირა და გამაუპატიურა. ზუსტად არ მახსოვს, როგორ წამოვედი. მახსოვს, რომ მოვრბოდი და ტაქსიში ჩავჯექი. სახლში შესვლის წინ სახე დავილაგე, მხრებში გავიმართე და მშვიდად მივესალმე ოჯახის წევრებს, აუჩქარებელი ნაბიჯით ჩანთა თავის ადგილზე მოვათავსე, მანტო გავიხადე და აბაზანაში შევედი - ვგრძნობდი, როგორ მეხებოდა სპერმისგან გაჟღენთილი სველი საცვალი საშოზე", - წერს გოგონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100