სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზღვის სეზონს ბათუმი ახალი სასტუმროთი ხვდება

ტერაბანკის მხარდაჭერით ბათუმს კიდევ ერთი ტურისტული ადგილი შეემატა. 101 ნომრიანი სასტუმრო - სქაი თაუერსი ქალაქის ცენტრში, ხიმშიაშვილის 17 ნომერში გაიხსნა. სასტუმროს ბათუმში ყველაზე დიდი ფიტნესდარბაზი, სპა, დახურული აუზი, ღამის კლუბი და კაზინო აქვს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ბათუმის სტუმრებისთვის მალე ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილად გადაიქცევა.

„სასტუმრო „მეტრო დიზაინის“ მიერ არის დაპროექტებული. შენობის კონცეფცია ძალიან მომხიბვლელი და საინტერესოა. მისი რეკონსტრუქცია ძალიან მოკლე დროში მოხერხდა. სარემონტო სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დავიწყეთ და 2017 წლის მაისში სასტუმრო უკვე გავხსენით. ჯამში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. სქაი თაუერსის გახსნა ტერაბანკის მხარდაჭერით მოხერხდა“ - რაულ კახაძის, კომპანიის დირექტორის განმარტებით სასტუმროს გერმანული კომპანია - სქაი თაუერსი გაუწევს ოპერირებას, თუმცა სასტუმრო ადგილობრივი კადრებით არის დაკომპლექტებული. ამ ეტაპზე კომპანიაში 90 ადგილობრივი უკვე მუშაობს.

ერთი თვეა რაც სქაი თაუერსი სატესტო რეჟიმში იღებს სტუმრებს, თუმცა საზეიმო გახსნის შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა, ტერაბანკის წარმომადგენლები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, სასტუმრო სრული დატვირთვის სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100