ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მოჰყვება თუ არა ამნისტია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას.

„კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახვის და მოხმარების მიზნით, ასევე, დიდი ოდენობები იმ 143 პრეპარატზე, რომელიც აქამდე დადგენილი არ იყო და თუნდაც უმცირესი რაოდენობით ამ პრეპარატების აღმოჩენა იწვევდა ადამიანების წლობით ციხეში გაშვებას. შესაბამისად, ეს ცვლილება ასევე შეეხება ადამიანებს, ვინც იმ მიზეზის გამო, რომ მათ აღმოუჩინეს უმცირესი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ან ნარკოტიკული ნივთიერების კვალი და დღეს ბრძანდებიან ციხეში. ასეთი ადამიანები გათავისუფლდებიან სასამართლოს მეშვეობით, რადგან ეს ახალი გარემოება იქნება“, - განაცხადა ზოიძემ.


კომენტარი