სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარფურში" 3 ცალ ბულგარულში მომხმარებელს 31 ლარი გადაახდევინეს

"კარფურში" მომხმარებელს 3 ცალ წითელ ბულგარულში 1 ლარისა და 26 თეთრის ნაცვლად 31,80 ლარი გადაახდევინეს.

ფეისბუქ მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ 3 ცალ ბულგარულში 31,80 ლარი გადაახდევინეს. როგორც აღმოჩნდა, შეცდომა გაიპარა და რომ არ დაეხედა ფასისთვის ამხელა თანხის გადახდა მოუწევდა. თუმცა პრობლემა მოგვარდა და ფულს უკან უბრუნებენ.
მსგავი შემთხვევები ხშირად ხდება "კარფურში" . რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი ფაქტიც, რომ 2 კგ. მწვანე ლობიოში მომხმარებელს 20 ლარი გადაახდევინეს. სახლში მისვლის შემდეგ ნახა შეცდომა მოქალაქემ, უკან მიაკითხა აღნიშნულ დაწესებულებას და ფულიც დაუბრუნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100