სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იმ გოგოს ფოტოებია, რომელიც სახლში ყელგამოჭრილი იპოვნეს - ნახეთ, რას წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში

19 წლის ანა ხელაძე დღეს საცხოვრებელ სახლში ყელგამოჭრილი იპოვნეს. მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ბიძაშვილი, 21 წლის მამაკაცია. ანას მეგობარი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"ეს გოგო ჩემი კურსელი იყო, 19 წლის ანა ხელაძე, რომელიც სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.
გავრცელებული ვერსიით დაკავებულია მისი ბიძაშვილი, თუმცა ზუსტად არაფერი არ არის ცნობილი, არც დამნაშავე და არც მიზეზი, რომელიც შეუძლებელია არსებობდეს, რადგან ანა საოცრად პოზიტიური და საყვარელი გოგონა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არ ვიცნობდი დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოპატის გარდა ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა.

არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია მსგავსი ტრაგედია მოხდეს.
არ მინდა დავიჯერო, რომ ამდენად დაუცველები ვართ და ამდენად უძლურები, რომ არ შეგვიძლია ვიხსნათ ადამიანები, რომლებიც სიკვდილს არ იმსახურებენ.
შეძრული ვარ და კიდევ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს სიმართლეა.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გააკეთებენ დამნაშავის დასასჯელად და მუდამ დაბრმავებული არ ივლის სამართალი, მაგრამ ამით შეწყვეტილ სიცოცხლეს არაფერი ეშველება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100