სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე, მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ლომია შვილის მოკვლით დამემუქრა"

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

"მე, მომიტაცა და სასიკვდილოდ მაწამა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, ასევე შსს-ს (ასე გამეცნო) თანამშრომელმა ჩემმა უბნელმა კენკებაშვილმა და კიდევ ორმა უცხო ადამიანმა (მე შემიძლია ორივე ამოვიცნო). ჩემი წამება, გადატეცა გადაიღეს კამერით, ზუსტად ისე, როგორც აკეთებდა მეგიზ ქარდავა და ნაციონალური მოძრაობა. მე, მქონდა ტვინის შერყევა, მე არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, მე ვიყავი მათი ხელიდან მკვდარი!!!

(გამიტაცეს საკუთარი სახლიდან, მიმიყვანეს ოფისში, დამაბეს სკამზე, რამდენიმე საათი მცემდნენ კონდახებით, მაწამებდნენ, წყალიც კი არ დამალევინეს, როდესაც გონება დავკარგე, მხოლოდ შემდეგ ცოტახანი შემეშვნენ ...... ) ეს მოკლედ, რაც მოდა

ზუსტად ვიცი, ახლა დაიწყებს ლომია და მისი ,,სასტავი" ჩემს წინააღმდეგ კამპანიების წამოწევას. არ გამოვრიცხავ დაიწყონ შანტაჟი, როგორც ადრე იყო, (დააყენე თორემ შენს სექს ვიდეობეს ავტვირთავთო, რაზეც მე ვიცინე და მიდით ატვირთეთთქო და იმის მერე გაჩუმდნენ). ეგ ის ლომიაა, რომელმაც 2006 წელში, როდესაც მე ვმუშაობდი მერიაში, კამერები დამიყენა, იყო ჭიაბერაშვილის კადრი, მანამდე კი - მერაბიშვილის ზონდერი. მე არ მაინტერესებს ალიანსის ლომია ვინ იყო, მაგრამ ეგ ის ლომიაა, რომელმაც შვილის მოკვლით დამემუქრა. მე მყავს 1 დღის ელენე და იმის თავს გეფიცებით, თუ რაიმეს ვამატებდე, რამდენი რამე კიდევ არ მითქვამს, რომელსაც ვეტყვი მხოლოდ პროკურატურას!!!

ამ ყველაფერს მე ვაკეთებ თქვენი შვილების გამო, თორემ ჩემს შვილებს არ ვიცი მაგათგან რა ემუქრება".

ირაკლი ლატარია ასევე გეგმავს პროკურატურაში სარჩელის შეტანას:

"ჩემს ადვოკატთან ერთად გავივლი ყველა დეტალს, შევიტანთ საჩივარს სავარაუდოდ პროკურატურაში (ეს უფრო ადვოკატმა იცის), ასევე, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ზოგადად ყველას, მთლიანად მთავრობას, ძალოვანებს, გადადეთ გვერდით ყველანაირი პოლიტიკური მიდგომები და დამეხმარეთ იმ ადამიანის კანონის სრული სიმკაცრით დასჯაში, რომელსაც ჩემი ქვეყნის პარლამენტის წევრი ჰქვია.

დარწმუნებული ვარ ჩემისთანა მსხვერპლი, არაერთი დაიწყებს საუბარს ღიად.

მე, უკან დასახევი გზა არ დავიტოვე, ჩემს ოჯახს მამაჩემი მიხედავს, მე კიდევ სრულიად მარტო სიკვდილის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ და თქვენ მაინც აღმოგაჩენთ საპატიმროებში"!!!

ირაკლი ლატარიას ამ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ელისო კილაძე:

"ძალიან კი გაგჭირვებია "ანტრიკოტ"-თუ ყინწვისის მონასტერში შენს მიერ ხალხის დაჭერას (გუშინ გამოქვეყნდა) ირაკლი ლატარიას ბოდვებს უპირისპირებ.
გიორგი ლომია ჩემი მეგობარია,არასოდეს დამიმალავს და არც დავმალავ,მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს.
ირაკლი ლატარია არის პორტირებული ნაცი (მუშაობდა სააკაშვილის ადმინისტრაციაში,ცესკოში და ა.შ),სულ ორჯერ მყავს ნანახი,ისიც ობიექტივში,მეორე სართულზე.(ზაზა სვანაძეს ეხვეწებოდა ბლოკი ამხსნასო),მერე გავიგე გაქოცებულა.
ამ ბრიყვს ვინმემ აუხსენით რომ გატაცების ადგილის დადგენა სატელეფონო ანძებით მარტივად შეიძლება,წამების კვალი კი ექსპერტიზით.
როცა მოგკლავენ ან მოგტ...ნ,მაშინვე უნდა განაცხადო და არა ასი წლის მერე.
ვინც შენ ჩეკისტობა დაგაბრალა,სოსო !
პაზივნოი-კოპლებიანი ძაღლები !"

კილაძის ამ განცხადებას ირაკლი ლატარია ასე პასუხობს:

"ზუსტად ვიცოდი, რომ ელისო კილაძე დაგიცავდათ :( ვიცი რას აღარ ააგორებენ ჩემზე, ნეტავ რა დავაშავე ასეთი, რომ ამდენი რამის ატანა მომიწია და კიდევ რამდენი რამის ატანა მომიწევს".

ირაკლის ფეისბუქზე კომენტარები არ ცხრება, ხალხი ამხნევებს, ზოგიც კი ასეთ კომენტარს უწერს:

"მოვითხოვოთ ლინჩის წესით ჩაქოლვა! ნაბიჭვარი!!!!! ან ოჯახის წევრებს დავაჯახოთ მანქანა! მე და იკა სულ ვკამათობდით მაგრამ ეს ის მომენტია სადაც ყველა გვერდით უნდა დაუდგეთ!"( კომენტარები იხილეთ ქვემოთ ფოტოზე)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100