„ვისოლმა“ პირველად საქართველოში „ეკო დრაგი“ - ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა

„ვისოლმა“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი მეორე სადგური გახსნა და პირველად საქართველოში „ეკო დრაგი“ - ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა. „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია „ი-სპეის“ - თან თანამშრომლობით ავითარებს.

„ეკო დრაგზე“ ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის - Nissan Leaf-ის მძღოლები შეეჯიბრნენ, „ი-სპეის“-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფმა ოთხ-კარიანმა სედანმა - „ტესლამ“ კი ბენზინზე მომუშავე სპორტული ბოლიდი გამოიწვია შეჯიბრში და აჯობა კიდეც.

„ვისოლმა“ „ეკო დრაგი“ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოვიჟენის“ საზოგადოებრივი მხარდაჭერით გამართა. ღონისძიების პარტნიორი იყო Nissan Loaf Club Georgia. ავტორბოლას ცნობილი რეკორდსმენი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა. ღონისძიების დამსწრეთა კვებაზე იზრუნა ქართულმა ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკემ", .„ეკო დრაგი“ გააგრილა წყალმა „სნომ“. ავტორბოლის გამარჯვებულს სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომში“ ხუთვარსკვლავიანი დასვენება ელის. ასევე პირველი ადგილის მფლობელს აი სი ჯგუფმა ერთ წლიან ავტო დაზღვევის პაკეტა გადასცა საჩუქრად. რადიო „ენერჯიმ“ კი თავისი უახლესი ჰიტებით იზრუნა ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე. „ეკო დრაგსის“ გამარჯვებული „ი-სპეის“-მა დამტენი კაბელით დაასაჩუქრა. ასევე აი სი ჯგუფისგან რბოლის ყველა მონაწილეს სპეციალური სადაზღვეო პაკეტის შეძენის შემთხვევაში მიენიჭებათ VIP კლიენტის სტატუსი!

„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთო ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, შესაბამისად, ის, რომ „ვისოლი“ ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელს ავითარებს, ეს ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია, მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხედვას. ელექტრომობილების ავტორბოლით კი ჩვენ ფართო საზოგადოებას გვსურს ელექტრომობილების შესაძლებლობები და უპირატესობები ვაჩვენოთ, რომ ხელი შევუწყოთ ეკო მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაციას“, - აცხადებს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„ვისოლმა“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა და მომავალში კომპანია მსგავსი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. ამ ეტაპზე ელექტრომობილების მძღოლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ საკუთარი ავტომობილის დამუხტვა.

კომენტარი