სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რა გააკეთეთ, ეს რა ქენით! როგორ მენანებით მიწისთვის ვაიმე!" - აი რას წერს თერჯოლაში ავარიის დროს გარდაცვლილი 16 წლის ბიჭების მეგობარი

"უსამართლობაა, ლუკა, ჯეკო, აქ უნდა იყოთ აქ! რა გააკეთეთ რა, ეს რა ქენით! ცოცხლები უნდა იყოთ თქვენ ცოცხლები! როგორ მენანებით მიწისთვის ვაიმე! თქვით რა რომ ცოცხლები არიან, ეს როგორ უნდა დავიჯეროთ, ამათი სიკვდილი? არაა! ისეთი რამეა ვერასოდეს დავიჯერებ. ეხლაც მგონია, სკოლა რომ დაიწყება ჩხარში ავალ და ორივე იქ დამხვდება. ვერ ვიჯერებ იმას რომ ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ ამ ორ ადამიანს, ორ ცანცარა ბიჭს, ორ ძალიან საყვარელ ადამიანს. და რაც მთავარია, ჩემს ორ მეგობარს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები. მომენატრებით ორივენი", - წერს გარდაცვლილი არასრულწლოვნების მეგობარი.

თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში ავარიას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად ლუკა ა. და ჯემალ წ. ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი ასაკი 16 წელს არ აღემატება. საჭესთან მჯდომი 28 წლის მამაკაცი კი მძიმედ დაშავდა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაიყვანილი.შემთხვევა ღამის 02:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100