სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში, ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს დანით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნება

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აღმოჩენილ ორი ახალგაზრდა კაცის ცხედრის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთ გარდაცვლილს ყელი გამოჭრილი აქვს, მცდარია.

“ნეტგაზეთთან” ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, მათ შვილს დანით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებოდა. “ნეტგაზეთი” ესაუბრა იმ ადამიანს, რომელიც ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში, სადაც დღეს ორი ცხედარი აღმოაჩნეს, პირველად შევიდა, თუმცა აღნიშნული პირი ამბობს, რომ მან მხოლოდ საკუთარი შვილის ცხედარი ნახა და მეორე გარდაცვლილი არც შეუმჩნევია, რადგან მეორე ოთახში არ შესულა.

“მე ჩემი შვილისკენ წავედი და მეორე ოთახში აღარ შევსულვარ. სასწრაფო რომ მოვიდა, შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ მეორე გვამიც არისო” – ამბობს გარდაცვლილის მამა.

“ნეტგაზეთი” ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბინაში 2-ზე მეტი, დაახლოებით 5-6 ჭიქა იდგა მაგიდაზე, რომელშიც ენერგეტიკული სასმელის მსგავსი “მოყავისფრო” სითხე ესხა. კიდევ ერთი მშობელი იმასაც ამბობს, რომ
მის შვილს კიდურებზე სისხლჩაქცევები აქვს, პირი კი ქაფით ჰქონდა სასვე. გარდა ამისა, გადაცვლილის მამაყვება, რომ მას პოლიციელებმა უთხრეს, რომ ცხედრებს ძლადობის კვალი არ აღენიშნებათ.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ, 8 აგვისტოს იპოვეს. გარდაცვლილების ახლობლების ცნობით, 4 აგვისტოს, ახალგაზრდები ბათუმში ჩავიდნენ, ხოლო 5 აგვისტოდან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. გუშინ კი საცხოვრებელი სახლის კარი შეანგრიეს, სადაც საშინელი სურათი დახვდათ -თვითმხილველთა განცხადებით გვამები გახრწნილი იყო.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ადამიანის ცხედარი დახვდა. ექიმების ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიან გარდაცვლილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100