ბაზარზე ლიდერობა მხოლოდ ლიდერებისგან შემდგარ გუნდს შეუძლია

iPhone+ (iPlus-ი) წლებია Apple-ის ტექნიკის გაყიდვის ბაზარზე პირველია, კომპანიას მუდმივად დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს. განახლდა აიპლიუსის ყველაზე დიდი მაღაზია პეკინის 11-ში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. აიპლიუსმა პეკინის 11-ის რეაბილიტაციისთვის სპეციალურად უცხოეთიდან - სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან და შეერთებული შტატებიდან მიიღო სამშენებლო მასალა და ავეჯი.

დავინტერესდით რატომ არის წლების განმავლობაში (iPhone+) iPlus პირველი, Apple-ის ტექნიკის და მომსახურების რეალიზაციის სფეროში? რა და რა მომსახურება დაამატა კომპანიამ, რატომ ირჩევენ მომხმარებლები iPlus და რა არის iPlus-ის მუდმივი პოპულარობის განმაპირობებლი მიზეზები? ამ და სხვა დეტალებზე ვესაუბრებით iPlus-ის გენერალურ მენეჯერს კახა სეფაშვილს.

  • ჩვენ წლებია ვხედავთ, რომ iPlus მუდმივად ლიდერია ბაზარზე, რა არის iPlus-ის ლიდერობის განმაპირობებლი მიზეზები?

  • კახა სეფაშვილი - გეთანხმებით, რომ დაარსების დღიდან ჩვენს სფეროში მუდმივად პირველები ვართ, რაც პირველ რიგში ჩვენი გუნდის წარმატებული მუშაობის შედეგია. კომპანია არის ცოცოხალი ორგანიზმი, ჩვენი დევიზია “განვითარდი ან მოკვდი”. ჩვენი ყოველი დილა იწყება იდეებით, ახალ-ახალი გეგმებით თუ როგორ წავიდეთ წინ, რა სიახლეები დავნერგოთ, რა გავაუმჯობესოთ - ამ ყველაფერში პირველ რიგში მომხმარებლები გვეხმარებიან. ყოველი დღის ბოლოს ვაანალიზებთ მომხმარებლის მოსაზრებებს, ემოციებს, შენიშვნებს, შემოთავაზებებს, სწორედ მომხმარებლები არის ჩვენი მოტივაცია ვიყოთ პირველები.

  • აიპლიუსმა განაახლა ყველაზე დიდი ფილიალი პეკინის 11-ში, რა არის განახლებული მაღაზიის კონცეფცია?

  • კახა სეფაშვილი - ჩვენ განვაახლეთ პეკინის 11, რადგან ეს არის Apple-ის ტექნიკის და მომსახურების რეალიზაციის ნამდვილი ჰაბი ჩვენს რეგიონშიც კი. პეკინის 11-ში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იღებს მომსახურებას, შესაბამისად კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო პეკინის11-ის ფილიალის განახლება. მხოლოდ პეკინის 11-ში 50-მდე ადამიანი მუშაობს როგორც “ფრონტში” ასევე, “ბექ-ოფისში”. თავად პეკინი ზოგადად მთავარი სავაჭრო ქუჩაცაა, პეკინის 11-ში მომხარებლების დიდი რაოდენობა და მუდმივი რიგები იყო, რის გამოც ამავე ქუჩაზე პეკინის 15 ნომერში დამატებითი ფილიალიც გავხსენით. ჩვენ პეკინის 11-ის განახლებისთვის სპეციალურად სამხრეთ კორეიდან, შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან შევუკვეთეთ სამშენებლო მასალები. მაღაზიის კონცეფცია არის მომხმარებელზე მორგებული გარემო. მაღაზიის ინტერიერი არის ნაზავი თანამედროვეობის და დახვეწილობის. მაღაზიის მინიმალისტური და დახვეწილი დეკორი გამოხატავს ჩვენი კომპანიის გზავნილს მომხმარებლებისადმი. კომპანია წლებია პრესტიჟული იმიჯი აქვს შესაბამისად თითეული დეტალი არის გათვლილი კომფორტზე და პრესტიჟზე.

  • iPlus-ი გარდა იმისა, რომ ბაზარზე პირველია, მუდმივად ყურადღების ცენტრშია, დამეთანხმებით ინფორმაციულ ეპოქაში არც ისე მარტივია ყურადღების ცენტრში ყოფნა?

  • კახა სეფაშვილი - დიახ, ჩვენ ყურადღების ცენტრში ვართ იმიტომ, რომ ვართ ნოვატორები. არ არის მარტივი იყო ლიდერი. ჩვენთან დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი, თითეული მათგანი არის აიპლიუსის რესურსი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა თანამშრომელი, სწორედ თანამშრომლები ქმნიან კომპანიას და ჩვენს კომპანიაში მომხმარებელს წლების განმავლობაში რაც მოსწონს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმია. სწორედ ჩვენი ნოვატორობით და კვალიფიციური მომსახურე პერსონალით ვართ მუდმივად პირველ ადგილზე. სწორედ ყველა თანამშრომლის დამსახურებაა მუდმივი განვითარება.

  • კახა, თქვენ დაამატეთ ახალი სერვისი - “სერვის-სტატუსი”, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თქვენთან ნივთის შესაკეთებლად დატოვებისას ონლაინ აკონტროლოს მოწყობილობის შეკეთების პროცესი, რა იყო მიზეზი რამაც ახალი მომსახურების დამატება გადაგაწყვეტინათ?

  • კახა სეფაშვილი - როგორც აღვნიშნე, მუდმივად ვახორციელებთ მომხმარებლების აზრების ანალიზს, გარდა ამისა, კომპანიის მომსახურების დეპარტამენტში მუშაობენ კარგი გაგებით “გიჟი” ადამიანები, რომლებიც კი არ აკოპირებენ მომსახურებას სხვა თუნდაც საერთაშორისო კომპანიებისგან, არამედ ქმნიას სწორედ ქართველი მომხარებლებისთვის საჭირო პროდუქტს. ჩვენ ასევე გვაქვს ადგილზე გამოძახების სერვისი. უამრავ კორპორაციას თუ მომხმარებელს აქვს დროის პრობლემა, თბილისური საცობების გათვალისწინებით აიპლიუსის გუნდი მივიდა დასკვნამდე რომ მომხარებლებს ოფისებში, სახლებში, აგარაკებზე უნდა მოვემსახუროთ. ყველას ვისაც სჭირდება პროფესიონალი პროგრამისტი ან ტექნიკოსი რეკავს ჩვენს ცხელ ხაზზე 032 219 60 60-ზე და ოპერატიულად იღებს კვალიფიციურ მომსახურებას.

  • თქვენ ხშირად ახსენებთ თანამშრომლებს, ზოგადად მიიჩნევა, რომ თქვენთან მუშაობის დაწყება ძალიან რთულია, რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რა უნდა გააკეთონ დაინტერესებულმა ადამიანებმა იმისთვის, რომ თქვენთან დასაქმდნენ?

  • კახა სეფაშვილი - გეთანხმებით, ჩვენთან მუშაობის დაწყება ძალიან რთულია. კომპანიას ლიდერად ბაზარზე ქმნიან თანამშრომლები, ის ადამიანები ვისაც სჯერათ პირველობის, ჩვენთან რთულია დასაქმება იმიტომ, რომ ვეძებთ მხოლოდ ძალიან ძლიერებს. მკაცრად ვფილტრავთ კადრს, რომელმაც ჩვენთან უნდა იმუშავოს. ჩვენს ოჯახში ხვდებიან მხოლოდ ძალიან ძლიერები. უზარმაზარ რესურს ვხარჯავთ კადრების დასატრენინგებლად, წარმატებული თანამშრომლები მიგვყავს ესპანეთის კუნძულზე დასასვენებლად, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს თანამშრომლებს, რადგან ჩვენი თანამშრომლები არის ჩვენი სიძლიერე.

  • კახა რა გეგმები გაქვთ რას აპრებს აიპლიუსი, კიდევ რა ნოვაცია უნდა დანერგოთ ბაზარზე?
  • კახა სეფაშვილი - სექტემბრიდან ვგეგმავთ ახალი პროექტების განხორციელებას, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს უნდა მივიდეთ მომხმარებელების მოთხოვნებთან, სურვილებთან. ცხადია, კონკრეტულად პროექტებზე ვერ ვისაუბრებ და სიურპრიზად დავუტოვოთ მომხმარებლებს.

აიპლიუსი ცხელ აგვისტოშიც აცხადებს ფასდაკლებებს - კომპანიის საზაფხულო აქციის სლოგანი მარტივია - “დაბალი ფასები, მაღალი ხარისხის მომსახურება, ოფიციალური გარანტია” - ალბათ, აიპლიუსის მარტივი მესიჯები ქმნის კომპანიას ბაზარზე ლიდერად.

კომენტარი