კომპანია „ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ სახელმწიფო სტრუქტურებს ერთობლივად მომზადებულ პროგრამას წარუდგენენ

10 აგვისტოს, 10:30 საათზე, „ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრში (მის: თბილისი, მ.ალექსიძის #3) ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება.

კომპანია „ნატახტარი“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ დაინტერესებულ მხარეებს ერთობლივად მომზადებულ პროგრამას წარუდგენენ.მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია. პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ერთობლივი მუშაობისშედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლონ ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობას მიიღებენ კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაციაჩვენისახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანიანატახტარსადაკოალიციაბავშვებისადაახალგაზრდებისათვისშორისთანამშრომლობისმემორანდუმიგაფორმდა, რომლის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერაწარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.

კომენტარი