სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძემ ქართველ კალათბურთელებს ახალგაზრდებთან ერთად, თბილისიდან უგულშემატკივრა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში, რომელსაც ისრაელი მასპინძლობს, პირველი შეხვედრა ლიტვის ნაკრებთან გამართა.


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე, კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალგაზდებთან ერთად, თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გულშემატკივრობდა.


„ძალიან ბევრი ახალგაზრდაა აქ შეკრებილი და ბიჭებს ერთად ვგულშემატკივრობთ. ზოგადად, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რადგან მგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ახალგაზრდეისთვის, არამედ ზოგადად, თითოეული თბილისელისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.


შეხვედრა ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 79:77 დაამარცხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100