ირაკლი სესიაშვილი: „მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, კახეთში, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“

კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, - ამის შესახებ თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი განაცხადა.

„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“ - აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.

მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონის მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.

კომენტარი

×