კიტოვანი ზუგდიდში, 1992 წ., 13 აგვისტო: „დაიწყეთ ომობანას თამაში!“ (ვიდეო)

1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალები, რკინიგზის დაცვის აუცილებლობის მიზეზით, აფხაზეთში შევიდნენ. სწორედ დღევანდელ დღეს, 14 აგვისტოს დაიწყო აფხაზეთში სისხლისმღვრელი ომი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით, ქართული ჯარის უკანდახევითა და 300 ათასზე მეტი ქართველის დევნილობით დასრულდა.

ეს ნაკლებადცნობილი კადრები 1992 წლის 13 აგვისტოს ერთ-ერთი უცხოური ტელეკომპანიის რეპორტიორმა, ზუგდიდში მაშინ გადაიღო, როცა თენგიზ კიტოვანის მეთაურობით, პოლიციის შენობაში სამხედრო პირები სათათბიროდ იკრიბებოდნენ. კადრებში კარგად ისმის კიტოვანის ფრაზები:

„ძირითადი ძალები დარჩებიან აქ და შინაგანი ჯარი შევა აფხაზეთში და დაიწყებს... ომობანას თამაში, აქეთ-იქეთ...“;

„აქ ისეთი ომი ატყდება, რომ მტრისას...“

მანამდე კი, ჟურნალისტის შეკითხვებს თენგიზ კიტოვანი ასე პასუხობს:

-აპირებთ აფხაზეთში შესვლას?

-რა თქმა უნდა, რკინიგზას თუ არ გახსნიან, შევალთ.

- ახლა დაკეტილია?

-დიახ, დაკეტილია და აუცილებლად უნდა გავხსნათ.

-მთელი ქვეყნის მოსახლეობა გიჭერთ მხარს?

-რა თქმა უნდა. სამართლიანობის მხარეს მთელი ქვეყანაა.

-რას ფიქრობთ ზვიად გამსახურდიაზე?

-დაე, ზვიად გამსახურდიამ თვითონ იფიქროს... - კიტოვანის ამ ბოლო ფრაზას მისი თანმხლები პირების მაამებლური ხითხითი მოსდევს...

კომენტარი