"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შევარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირი შევარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აი, რას წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური თეა პერტაია ამასთან დაკავშირებით:

„თბილისში, „საქართველოს ბანკის“ წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.“

კომენტარი