სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია რვა ადამიანი, რმელთა შორის ორი არასწრულწლოვანია

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

3 დაზარალებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი არასრულწლოვანი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100