19 სექტემბერს 11 საათზე საყდრისის კომიტეტი კომპანია “რიჩ მეტალ გრუპის'' (RMG) სათაო ოფისთან აქცია- ბრიფინგს გამართავს.

ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი გაასაჯაროვებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ (15.12 2015-15 03 2015წწ) კომპანიის გეგმიური ინსპექტირების შედეგებს. როგორც საყდრისის კომიტეტში აცხადებენ , დასკვნის თანახმად , ბოლნისის რაიონში ეკოლოგიური მდგომარეობა შემაშფოთებელია, ხოლო გარემოზე მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს აჭარბებს .

გარემოს დაცვის სამინისტრო დღემდე არ ასაჯაროვებს ინპექტირების შედეგებს და გარემოზე მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას. კომპანია კი კვლავაც განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას და კორუფციული გარიგებებით ცდილობს ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას - აცხადებენ საყდრისის კომიტეტის წევრები.

ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი პირველად წარმოადგენს სკანდალურ სქემას - არემჯის ლობი ხელისუფლებაში.
მისამართი- მერაბ ალექსიძის მესამე შესახვევი 1. (აკადემ ქალაქი)

კომენტარი