სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი ამჯერად ვაზისუბნის დასახლების მეორე მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზისუბნის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით მთავარ გამოწვევად სოციალური, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო საკითხების მოგვარება რჩება.

"ჩემთვის ამ პრობლემების შესახებ ცნობილია, ვინაიდან ამ უბანში ვარ გაზრდილი და აქ ვცხოვრობ. დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, თითოეული პრობლემის გადასაწყვეტად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. „ქართული ოცნების“ გუნდს და დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც თბილისის, მათ შორის, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100