სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბაღების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

მისი მდგომარეობა სტაბილურია. მას მოტეხილობები არ აღენიშნება და ამჟამად დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით გფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100