სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ის ფეხბურთელია, რომელიც დღეს მატჩის დაწყებამდე გარდაიცვალა - 31 წლის შოთა მამინაშვილი (ფოტო)

დღეს, ბათუმის "დინამოს" ყოფილი მეკარე შოთა მამინაშვილი გარდაიცვალა. შოთა, წარსულში დინამოს მეკარის, მწვრთნელის იური მამინაშვილის შვილი და ბათუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლდათ.

უბედური შემთხვევა საფეხბურთო მოედანზე - „ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ მოხდა. დღეს ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურში „ვიტ ჯორჯია“ „ზუგდიდს“ მასპინძლობდა. „მცხეთა პარკზე“ მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ განაცხადა ფეხბურთელი ცუდად თამაშის დაწყების წინ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

31 წლის შოთა მამინაშვილი ბათუმის „დინამოში“ გაზრდილი იყო, „ზუგდიდში“ კი 2017 წლიდან თამაშობდა . დინამოს მაისურით შოთამ 60 ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100