სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - შსს ვიდეო მასალას ავრცელებს

შსს- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული .. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 1 შეკვრად დაფასოებული 1,8083 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100