სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ ტალიაშვილმა ამომრჩეველს თბილისობა მიულოცა

თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი ,,საქართველოს მატიანეს“ მონუმენტთან მოსახლეობას შეხვდა, თემქის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და თბილისობაც მიულოცა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თემქის, როგორც თბილისის ზღვის ერთ-ერთი მიმდებარე უბნის პოტენციალის ათვისება მოხდეს.

“თემქიდან გილოცავთ ჩემო ძვირფასო თბილისელებო, გისურვებთ ბედნიერებასა და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებთან ერთად. ჩვენი შეხვედრის ადგილი შემთხვევით არ აგვირჩევია. ეს ადგილი, ისევე, როგორც მთელი თემქა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა უნდა გახდეს“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

შეხვედრას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მწერალი ნინია სადღობელაშვილი, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური და მუსიკოსი გიორგი გადელია ესწრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100