სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან დავითაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯანსაღ გარემოში იცხოვროს

ვაზისუბნის დასახლებაში სარაგბო კლუბ „არმაზის“ ნორჩ მორაგბეთა ტურნირი გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, მსგავსი ღონისძიებებს კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა მომავალი თაობებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურ ნორმად იქცეს.

„ვაზისუბნის სარაგბო სკოლა საკმაოდ ცნობილია, ვინაიდან ჩვენთან აღზრდილი რაგბისტები დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ. გამარჯვების შემთხვევაში, ისე როგორც ეს თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაშია გაწერილი, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მომავალი თაობა აღიზარდოს ჯანსაღი ცხოვრების წესით ჯანსაღ გარემოში და მათთვის ეს ყოველდღიურ ნორმად იქცეს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტურნირს ცნობილი ქართველი რაგბისტებიც ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100