სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უთმელიძემ ახალი მეტროსადგური და გოძიაშვილის ბაღი მოინახულა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ ახლადგახსნილი მეტროსადგური “უნივერსიტეტი“ მოინახულა.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეტროსადგური საბურთალოს მცხოვრებთათვის, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე აღინიშნება ტრანსპორტის დიდი ნაკადი. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ შეუფერხებლად და დროულად მივიდნენ უნივერსიტეტამდე.
ამ სადგურის მშენებლობა წლების მანძილზე შეჩერებული იყო, 2015 წლიდან კი დაიწყო მისი აღდგენითი სამუშაოები და დღეს გვაქვს უმაღლესი სტანდარტების, თანამედროვე მეტროსადგური, რომელიც დღეში, დამატებით, 15 000 ადამიანს მოემსახურება“, - განაცხადა უთმელიძემ.

მეტროსადგურის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატმა ე.წ. “წითელი ბაღი“ მოინახულა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს ამ ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„სულ მალე საბურთალოს ექნება უმაღლესი სტანდარტების, კეთილმოწყობილი პარკი, რომელიც აღჭურვილი იქნება მედიათეკებით და თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, - აღნიშნა დავით უთმელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100